ზუგდიდში „ყინულის სახლი“ გაიხსნა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ზუგდიდში „ყინულის სახლი“ გაიხსნა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერის პირველი  მოადგილე უძღვებოდნენ. ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, მიმდინარეობს ინვესტორთან მოლაპარაკება ყინულის მოედანის ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიზე შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით, სადაც სპორტული კომპლექსისა და ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა მოხდება.

ახალი ყინულის მოედნის მოწყობა, თანამედროვე ტექნიკით უნდა მოხდეს, რაც ყინულის მოედნის შენახვას გააიაფებს. პირველ მარტამდე „ყინულის სახლში“ შესვლა უფასო იქნება, სოციალურად დაუცველი ოჯახები კი მომსახურეობას სხვა დროსაც უფასოდ მიიღებენ.