ზუგდიდში საახალწლო ფესტივალი გაიხსნა

12:26, 31.12.2018

ზუგდიდში საახალწლო ფესტივალი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.

მოეწყო სამეწარმეო ბაზრობა. რეგიონის მცხოვრებლებმა საკუთარი პროდუქცია, საახალწლო სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები წარმოადგინეს.

ფესტივალი სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი