ზუგდიდში რამდენიმე კანდიდატმა არჩევნებზე ხმა მისცა
ზუგდიდში რამდენიმე კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გამოხატა. ათ საათზე საარჩევნო უბანზე მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია მივიდა. მან განაცხადა, რომ ხმა მისცა ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს და იმ პროექტების გაგრძელებას, რაც უკვე დაწყებულია. დილიდან მივიდა საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი, რომელიც ამბობს, რომ ხმა მისცა ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის, ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა.