ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია, რომელიც ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიეთილენის პარკში გახვეული, ფიფიების ოჯახმა იპოვა. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.