ზუგდიდის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, ოპოზიციური საკრებულო რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად აფერხებს. მისი თქმით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დარჩენილია ნაშთის სახით 5 368 300 ლარი, რომელიც უნდა დაზუსტდეს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში. ამ მიზნით, მერიამ არაერთხელ მიმართა საკრებულოს, მაგრამ კვორუმის არ არსებობის გამო საკრებულო ვერ იკრიბება და ნაშთების დაზუსტება ვერ ხერხდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საკრებულო ოპოზიციურია და შესაბამისად მათი მონაწილეობის გარეშე ვერანაირი საკითხი ვერ გადაწყდება. რაც შეეხება საკრებულოს ოპოზიციურ ფრაქცია ახალს, ისინი აცხადებენ, რომ მათ მიმართეს მერიას ჩაშლილად , სრულყოფილად წარმოედგინათ იმ 5 მლნ 300 ათასი ლარის შესახებ დოკუმენტაცია. რაც მათი თქმით, ვერ მიიღეს და შესაბამისად დაზუსტებას მხარს ვერ დაუჭერენ. იმის გამო, რომ საკრებულოს ბოლო სამი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა, პარალიზებულია მერიის სახაზინო საქმიანობა, შეწყვეტილია ტრანზაქციები. ზუგდიდის მერია მოუწოდებს საკრებულოს წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან , გამოიჩინონ გონიერება და იმოქმედონ მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე.