ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანია

ოთხი ოპოზიციური პარტიის, ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის პრობლემებზე, უმუშევრობასა და მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე ისაუბრეს. ანზორ მელია ოკუპაციასა და რუსეთის აგრესიასაც შეეხო. შეხვედრის დასასრულს, მან ამომრჩევლებს კოკის, ხურჩის, ორსანტიისა და ახალი კახათის დეპუტატობის კანდიდატი, ბესო გაბუნია წარუდგინა.