ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბრიფინგი გამართეს. მათ გააკრიტიკეს საკრებულოს ფრაქციების ახალი და გახარია საქართველოსთვის წევრების მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერა. ენმ წევრებმა ამ გადაწყვეტილებას მოღალატეობრივი უწოდეს. მათი თქმით, ბიუჯეტი არ ასახავს ადგილობრივების საჭიროებებს და ის სრულად მორგებულია საჯარო მოხელეებზე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ბრალდებებს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მალხაზ თორიამ. მისი თქმით ბიუჯეტის მიღება მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ არ უნდა გაჩერდეს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, არ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის კოლაფსი.