„ზღვის თეატრი“ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში

მარჯანიშვილის თეატრის სხვენში სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ზღვის თეატრი“ დაიდგა. რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის ნამუშევარი დროებით დევნილობაში მყოფ, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ისტორიას მოგვითხრობს, რომლებსაც ქალაქში ახალი თეატრის გახსნას სურთ. სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო.