ზეთების გადამამუშავებელი საწარმო 

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

საწარმო „საქართველოს უნივერსალური ჯგუფის“, „საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და „იუესაიდის“ პროექტი, „ზრდა საქართველოში“     მხარდაჭერით აშენდა. საწარმო დღეს ოფიციალურად გახსნეს. პროექტი ხელს უწყობს საქართველოში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელიც ინოვაციური „მოლეკულური დაშლის“ მეთოდით გადაამუშავებს მეორად ზეთს და აწარმოებს ოთხი ტიპის სხვადასხვა პროდუქტს.