ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს პრემიერმა, განათლების მინისტრთან ერთად, ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა. მთავრობის მეთაური სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. გივი მიქანაძემ სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 1 200 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.