ზელიმხან ხანგოშვილი დუისში დაკრძალეს

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი სოფ. დუისში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. პანკისის ხეობის მოსახლეობა, ოჯახში სამძიმარზე დილიდან მივიდა.  ცხედარი თბილისის აეროპორტში გვიან ღამით ჩამოასვენეს. ოჯახის ახლო ნათესავი ნონა ხანგოშვილი, ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდაციას ლაფანყურის  სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამორიცხავს. ის მომხდარს მის რუსეთ-ჩეჩნეთის ომში მონაწილეობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტთან დაახლოვებული  საველე მეთაური იყო.

ზელიმხან ხანგოშვილი საცხოვრებლად გერმანიაში 2015 წელს, თბილისში მასზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ გადასახლდა და იქ თავშესაფარს ითხოვდა.