ზელენსკიმ ერდოღანთან შეთანხმებას მიაღწია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მარცვლეულის დერეფნის აღდგენასა და შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე მუშაობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ სტამბოლში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის აგრესია 2014 წლიდან აუარესებს შავ ზღვაში უსაფრთხოების მდგომარეობას, თურქეთი კი მხარს უჭერს უკრაინას რეგიონში უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენის მცდელობებში. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები დაგმო და რუსეთსა და უკრაინას პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში დაძაბულობის ესკალაცია და სამოქალაქო გემებზე თავდასხმები არცერთ მხარეს არ წაადგება.