ზელენსკი ვოლინის ტრაგედიის შესახებ არქივებს გახსნის
„ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა შემდგომ ექსჰუმაციაზე ნებართვები პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გაიცემა“ – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, ექსჰუმაციას წინ უნდა უძღოდეს სამძებრო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვეულებრივ, საჭიროა გარკვეული დრო ექსჰუმაციის ნებართვის მისაღებად. თუმცა, არსებული პირობებიდან გამომდინარე, ნებართვები ფაქტობრივად მაშინვე გაიცემა. ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით კი, უკრაინა გახსნის უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის არქივებს, რომლებიც 1943 წელს ვოლინში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება.