ზელენსკი ენერგეტიკის სექტორში რეფორმას აანონსებს

უკრაინაში ენერგეტიკის სექტორის ძირითადი საწარმოების რეფორმა იწყება. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. უკრაინის ლიდერის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ახალი სამეთვალყურეო საბჭოები ჩამოყალიბდება, რაც ენერგოკომპანიების მენეჯმენტის რეფორმას უზრუნველყოფს. მან მთავრობის წარმომადგენლებს დაავალა, რომ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებთან. ზელენსკი ამბობს, რომ ენერგეტიკის სექტორში სრული გამჭვირვალობა აბსოლუტურ პრიორიტეტად რჩება.