ზედამხედველობის სამსახურმა პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო

18:36, 16.04.2025

ზედამხედველობის სამსახურმა პარკების  მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო.

პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა თბილისსა და მარნეულში. დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი დალუქულია. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი, გადაგზავნილია ლაბორატორიაში. ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებამ, მასშტაბური და სისტემატური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში აიკრძალა პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამო პლასტიკის პარკები და შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.

მსგავსი