ზაზა თავაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ

გადავა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უზენაეს სასამართლოში? ზაზა თავაძეს დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან მწვავე შეკითხვები ჰქონდა ოპოზიციას.

შეკითხვები დაისვა მისი უმაღლესი განათლების საკითხზეც. ზაზა თავაძეს მაგისტრის დიპლომი ბიზნეს ადმინისტრირებაში აქვს. კანდიდატი მიიჩნევს, რომ ის სრულად აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

კანდიდატს ამ ეტაპზე შეკითხვებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უსვამენ.