ზაზა სარალიძისა და ზვიად კუპრავას ინიციატივა

ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ ,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ოფისში შვილმოკლული მშობლებისა და ყველა იმ პირის რეგისტრაცია დაიწყეს, ვინც, მათი თქმით, სისტემის მსხვერპლია და უსამართლობის განცდა აქვთ.

შეგროვებულ მასალებს კი პროკურატურას და შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის წარუდგენენ. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციების დროს დაზარალებულებმა პროკურატურის უმოქმედობაზე ისაუბრეს.