ზაზა სარალიძემ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწულოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მეუღლესთან მიდის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პრემიერთან შესახვედრად შედიოდა, თუმცა, ტერიტორიიდან გავიდა.

პარლამენტის წინ გამართული აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორ ზვიად კუპრავასთან გასაუბრების შემდეგ ზაზა სარალძემ განაცხადა, რომ ის პრემიერთან შეხვედრას ოპოზიციის ლიდერების გარეშე არ აპირებს.