ზაზა სარალიძე ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება ზაზა სარალიძე. მისი თქმით, ეს ჩანაწერი მისთვის შოკისმომგვრელი არ ყოფილა, რადგან მოსმენილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რაზეც თავადაც დიდი ხანია საუბრობდა.

სარალიძე მოწმეების მოსყიდვისა და დაშანტაჟების ფაქტებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრისას ნახსენები ეპიზოდი, სადაც სასულიერო პირის მოქრთამვის მცდელობაზე და შესაწირში ჩაგდებულ სოლიდურ თანხაზეა საუბარი, სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია და რეალურად მენაბდის მოსყიდვა შედგა.

ზაზა სარალიძის თქმით, ის სწორედ ამ ინფორმაციას ფლობს, თუმცა დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნია.

მოკლული დავით სარალიძის მამას არ აქვს მოლოდინი, რომ ახალი დეტალების გავრცელების შემდეგ გამოძიება საქმეს გადახედავს.