ზამთრის თასი ფეხბურთში

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს სტარტი აიღო დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის გათამაშებამ დარბაზის ფეხბურთში. ვეტერანი ვარსკვლავების შეხვედრები კვირას, 14 იანვარს გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს, იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, უკრაინისა და უეფას გუნდები მიიღებენ. დღეს და ხვალ ფინალში გასასვლელად 4 ჯგუფად დაყოფილი „ლიგა ერთის“ და „ლიგა ორის“ გუნდები იბრძვიან.

შეხვედრებზე დასწრება გულშემატკივრებისთვის თავისუფალია.

კვირას ფინალური მატჩების რეპორტაჟს პირველი არხი 19.00 საათიდან პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.