ზამთრის პარალიმპიური თამაშების პირველი ქართველი მონაწილეები

საქართველო წელს პირველად წარდგება ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე.

სამხრეთ კორეაში 9-18 მარტს გასამართი შეჯიბრებისთვის ორი ქართველი სპორტსმენი აქტიურად ემზადება. თემო დადიანი და ნინო საბაშვილი მრავალი ტიტულის მქონე პარასპორტსმენები არიან. მათი მთავარი სფერო მკლავჭიდია, თუმცა, ამჯერად ისინი მონაწილეობას თხილამურებით კროსში მიიღებენ.

პარალიმპიური თამაშები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვეტერანი სამხედროებისთვის შეიქმნა და პირველად 1960 წელს ზაფხულის თამაშებით გაიხნა, ზამთრის თამაშები კი 16 წლის შემდეგ, 1976 წელს გაიმართა.

თემო დადიანი და ნინო საბაშვილი ამჟამად გერმანიაში საწვრთნელ შეკრებაზე არიან, რის შემდეგაც, მსოფლიო თასზე იასპარეზებენ.

გერმანიაში გამგზავრებამდე მათ ოთარ გიორგაძე შეხვდა.