ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა - პოლიტიკური შეფასებები

სოხუმის დაცემიდან 26 წლის თავზე თბილისი საქართველოს და რუსეთის პირველი დიპლომატების შეხვედრის შედეგებს ელის.

მთავარი სასაუბრო თემა, ბუნებრივია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია იყო. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში აუდიენცია შვეიცარიის შუამავალობით და ორგანიზებით და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით შედგა. თუმცა პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება საკმარისი არ არის და აინტერესებს, იყვნენ თუ არა ნიო იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი, რა უძღოდა წინ აუდიენციის დაგეგმვას და რა პასუხი მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსი კოლეგისგან იმ უკანონო პროცესებზე, რომლებიც ბოლო ორ თვეში საოკუპაციო ხაზთან, კერძოდ, გუგუტიანთკარში და ჩორჩანაში მიმდინარეობდა.

საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი გამოხმაურების ფონზე, ოპოზიციის ნაწილი შეხვედრის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.