ზაჰესში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა

12:23, 29.09.2025

ზაჰესის დასახლებაში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. ბაღი რვაჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა აღჭურვილია საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება, ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ბაღს აქვს გამწვანებული ეზო ატრაქციონებითა და სათამაშო მოედნებით, ასევე ტერასა ღია აქტივობებისთვის. ნომერ 50 საბავშვო ბაღის ძველი შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, 2024 წელს ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო.

მსგავსი