საფრანგეთის დედაქალაქში, სამართალდამცველების სრული მობილიზაციის ფონზე, დღეს დემონსტრაციები გაიმართება. პარიზში ყვითელჟილეტიანების აქცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზეა დაგეგმილი. მოძრაობა დემონსტრაციებს ყოველ შაბათ დღეს მართავს. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.
„მოამბის“ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი დეტალებით პარიზიდან.