ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ყველაზე დიდი დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. როგორ დალაგდება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის პარტიული ფიგურები პოლიტიკურ დაფაზე. ,,აქტუალურ შაბათში“ – 30 სექტემბერს, 21:50
ნიკა მელია ახალ მოკავშირეებს ეძებს, ხაბეიშვილის ფლანგი კი ძველ ახალ პარტნიორთან მენეჯმენტს იყოფს. როგორ დალაგდება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის პარტიული ფიგურები პოლიტიკურ დაფაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლო დესტაბილიზაციის საქმეს იძიებს. გამოკითხულთა შორის სერბეთის სამი მოქალაქეა – ვის ინტერესშია არეულობა ქვეყანაში?
პრეზიდენტი უნებართვო ვიზიტების სერიას აგრძელებს. კანონის ენა და ზურაბიშვილის პოლიტიკური აქცენტები.
სტუმრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი – „გირჩი“, პარლამენტის წევრი.
სერგო ჩიხლაძე – პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
ირაკლი ქადაგიშვილი – ,,ქართული ოცნების’’ წევრი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.