ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე მისი საქმის პროკურორს შანტაჟში ადანაშაულებს

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე მისი საქმის პროკურორს შანტაჟში ადანაშაულებს. ინფორმაციას ნეფარიძის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ავრცელებს.

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით აგვისტოში დააკავეს. საკრებულოს ყოფილი დეპუტატის საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი, ზურაბ ნეფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღეს გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში ჩატარდება.

ნეფარიძის ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ ბრალდებული, მისი ოჯახი და მოწმეები შვიდი თვის მანძილზე შანტაჟის ქვეშ იმყოფებიან და კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი დღევანდელ და მომავალ სასამართლო პროცესებზე იქნება.