ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი

21:27, 14.08.2026

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სტუმრობს. ულან ნიაზბეკოვი, უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სუს-ის უფროსს. განიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობები და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაციის საკითხები. გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი კავშირების შემდგომ გაღრმავების შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას ყირგიზეთის რესპუბლიკაში.

მსგავსი