ყაზახური ნავთობის ექსპორტი საქართველოს გავლით
ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მარშრუტებსა და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს განიხილავს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ. მათი თქმით, საკითხის განხილვა „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ არასტაბილური მუშაობის ფონზე მიმდინარეობს და ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მიმართულებებზე ფიქრობს. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, ნავთობის ექსპორტის 2025 წელთან შედარებით 31%-ით გაზრდა დაგეგმა, რამაც 1,7 მილიონ ტონამდე უნდა მიაღწიოს.
2026 წლის იანვარ-ივნისში, აქთაუს პორტის გავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით ყაზახური ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ 704 ათასი ტონა შეადგინა. ნავთობსადენის სიგრძე 1 768 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს.