ყაზახეთის დელეგაცია იუსტიციის სახლში

18:42, 08.06.2026

ყაზახეთის დელეგაცია, იუსტიციის სახლში საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართულებით, გამოცდილებას ეცნობა. დელეგაციის მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაა. დელეგაციის წევრები გაეცნენ იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების მოდელს პენიტენციურ დაწესებულებებში. მათ მიიღეს ინფორმაცია იმ 500-ზე მეტი სერვისის შესახებ, რომელთაც იუსტიციის სახლი მთელი ქვეყნის მასშტაბით 127 ფილიალისა და მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით წარმატებით ახორციელებს. სტუმრებმა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცე დაათვალიერეს და სერვისების გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ყაზახეთის რესპუბლიკის არაკომერციულ სააქციო საზოგადოება „მთავრობა მოქალაქეთათვის“ სახელმწიფო კორპორაციის წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ უმასპინძლა. მან სტუმრებს იუსტიციის სახლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სიახლეები და სხვადასხვა სერვისის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა. იუსტიციის სახლსა და ყაზახურ მხარეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მხარეებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი