ყაჩაღობის ფაქტი ქუთაისში

ქუთაისში ავტოგასამართი სადგურის ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 130 ლარი გასტაცა. ამის შემდეგ კი, ასევე, დანის მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს. პოლიციამ ის ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავა. ცივი იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.