ყაჩაღობა თბილისში

ყაჩაღობა თბილისში.

პეკინის გამზირზე მდებარე „აიპლიუსის“ მაღაზიაში პირი მაღაზიის დაყაჩაღებას შეეცადა, თუმცა ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მობილური ტელეფონების მაღაზიაში შევიდა და კონსულტანტ გოგონას ცივი იარაღით ემუქრებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.