ყაჩაღობა მარტვილში

ყაჩაღობა მარტვილში. გვიან ღამით, სამი ნიღბიანი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა სოფელ სალხინოში ცაავების ოჯახს. თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 96 წლის ქალს, მის რძალს და ოჯახის უფროსს.

ოჯახის წევრების განცხადებით, თავდამსხმელები ფულსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. იარაღის მუქარით მათ ორი ოქროს ბეჭედი და მობილური ტელეფონი წაიღეს. თუმცა, მობილური ტელეფონი მოგვიანებით სამართალდამცველებმა იპოვეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.