ყაჩაღობა ხობში

სოფელ ნოჯიხევში ორი ნიღბიანი შეიარაღებული პირი სახლში შეიჭრა. ხანდაზმულ ქალბატონს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფული მოსთხოვეს. შემთხვევის ადგილზე შსს-ს ხობის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები მუშაობენ, ადგილზე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.