ყაჩაღობა აბაშაში - საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა

აბაშაში, ჩოჩიების საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული  ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა. ბოროტმოქმედებმა, იარაღის მუქარით, ოჯახიდან 200 000 ლარზე მეტი თანხა წაიღეს.

როგორც ირკვევა, გატაცებული თანხა სამეგრელოს რეგიონის შვიდი რაიონის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან იყო ამოღებული. ოჯახის ერთ-ერთი წევრი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების კომპანიის მენეჯერია.

ჯერჯერობით, ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული.

დატოვე კომენტარი