„წყნეთობა 2019“

12:15, 11.08.2019

წყნეთში სახალხო დღესასწაული „წყნეთობა 2019“ აღინიშნა.  „წყნეთობის“ ტრადიციის მიხედვით, ზეიმის ძირითადი ნაწილი ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრს ეთმობა, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა. შეჯიბრი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა. გამარჯვებულებს მედლები, თასები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყო ქიმიური ლაბორატორიის, რობოტის და ილუზიონისტის წარმოდგენა. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ტერიტორიაზე მოქმედებდა სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი.

წყნეთობა 2019“-ს ადგილობრივებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი დაესწრო.

სახალხო დღესასწაული „წყნეთობა“ 1997 წლიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით აღინიშნება.

მსგავსი