წყლის საფასურმა, შესაძლოა, მოიმატოს

ელექტროენერგიის შემდეგ, შესაძლოა, წყლის საფასურმაც მოიმატოს. ახალი ტარიფი ცნობილი დღეს გახდება.

სემეკში სხდომა 2 საათზეა ჩანიშნული. საუბარი შეეხება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებას. შეგახსენებთ, რომ 1 იანვრიდან „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება. გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე გუშინ მიიღეს.