წყალტუბოში „იმერეთის აგროტურისტული ფესტივალი“ გაიმართა
წყალტუბოში „იმერეთის აგროტურისტული ფესტივალი“ გაიმართა, რომლის ფარგლებში პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. აგროფესტივალზე წარმოდგენილი იყო იმერული სამზარეულო, იშვიათი ჯიშის ყურძნის ღვინო.
სპეციალურად მომზადებულ საგამოფენო სივრცეში, იმერეთის რეგიონში მოქმედი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების პროდუქცია იქნა წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, მოცვი, ჩირი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები. აგროფესტივალზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.