წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ბოლო ეტაპის გადაერთებითი სამუშოები ხვალ ჩატარდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, ბაგები-ჩოლოყაშვილის მონაკვეთზე ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს. სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდა 5 კმ-მდე სიგრძის  წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე 62 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული,  57 საკვანძო და 39 წყალარინების ჭა მოეწყო, დამონტაჟდა 5 სახანძრო ჰიდრანტი.