წვევამდელებმა ფიცი დადეს
ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადებამდე, ეროვნულ სამხედრო სამსახურში რვა თვით გაწვეულმა ახალგაზრდებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური და სხვა სახის მომზადება ჩაუტარდათ. წვევამდელები მე-5 საარტილერიო ბრიგადაში იმსახურებენ, სადაც მათ პროფესიონალი სამხედროები მოამზადებენ. ცნობისთვის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული პირები ხელფასზე დამატებით 30%-იან დანამატს მიიღებენ. ცერემონიალს წვევამდელთა ოჯახის წევრები და თბილისის 168-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.