რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართა.
რბოლაში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მრბოლელები მონაწილეობდნენ.
დღევანდელი დღის პირველი სამი ადგილი ლეგენდების კლასში ასე გადანაწილდა: არჩილ ბიძინაშვილი, სანდრო ცხადაძე, შოთა აფხაზავა. ქულებით კი არჩილ ბიძინაშვილი, შოთა აფხაზავა და ალექსეი ხაიროვი ლიდერობენ.
წრიული რბოლის მესამე ეტაპი 9 და 10 ივნისს გაიმართება.
საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური ლიცენზირებული ორგანიზატორი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომია.