წლის შეჯამება ეროვნულ არქივში

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2021 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

უწყების გენერალური დირექტორის განცხადებით, წელს შემუშავდა ეროვნული არქივის განვითარების 3-წლიანი სტრატეგია; ეროვნული საარქივო ფონდი შეივსო ახალი მასალით; მომზადდა ახალი ნორმატიული აქტები; მოქალაქეებზე გაიცა 16 ათასამდე ცნობა; სამკითხველო დარბაზი მოემსახურა 1 056 მკვლევარს; რესტავრაცია ჩაუტარდა ლახამულის თემის წმინდა გიორგის ტაძარში დაცულ მე-12 საუკუნის ოთხთავს, ასევე საარქივო მასალის 17 ათასამდე ფურცელს; დოკუმენტების დედნების უკეთ დაცვისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ციფრულ მატარებელზე გადავიდა ათასობით საარქივო დოკუმენტი. გაწეული შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ეროვნული არქივის დირექტორმა თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს, ორ მათგანს კი ეროვნული არქივის დამსახურებული თანამშრომლის საპატიო წოდება მიენიჭა.