წიწვოვანი მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

18:32, 15.12.2025

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი მკაცრდება. სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარით განისაზღვრება. გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ის 1000 ლარს აჭარბებს, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. სასჯელი ჯარიმას ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო თუ ზიანი 3000 ლარზე მეტია, სასჯელი ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წიწვოვანი მცენარეების კანონიერად მოპოვება სანერგეებში, პლანტაციებსა და საკარმიდამო ნაკვეთებშია შესაძლებელი.

მსგავსი