წითელი ჯვრის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები "მზიურის პარკში“

“მზიურის პარკში“ წითელი ჯვრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებების ფარგლებში ფოტოგამოფენა მოეწყო. წითელი ჯვრის მოხალისეებმა “პირველადი დახმარების” ღია ჩვენებაც გამართეს.

დღეს წითელი ჯვარი ასევე პირველადი დახმარების მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ღონისძიების ფარგლებში რეკომენდაციები გასცეს, თუ როგორ უნდა გაეწიოს დახმარება დაშავებულებს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს.