წინასასამარლო სხდომა ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე

12:19, 19.02.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება, სადაც მხარეები მტკიცებულებებს წარმოადგენენ. დაცვის მხარის თქმით, გახარიას მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია და პროკურატურას მის წინააღმდეგ, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. თავად, გიორგი გახარიამ საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა და ამჟამად გერმანიაში იმყოფება. პროკურატურის თქმით, გახარიამ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. შედეგად, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანამ იზარალა – საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. გახარია ბრალს არ აღიარებს. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი