წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია

მმართველი გუნდი დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამო, ოპონენტების კრიტიკის ადრესატი კიდევ ერთხელ გახდა. „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქცია სახელწოდებით – „გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“ თავისუფლების მოედანზე ხვალ, 27 ოქტომბერს, 17 საათზე დაიწყება. ოპოზიცია ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდს მისი ძალის დემონსტრირება სურს და აქციაზე საჯარო სექტორში დასაქმებულებს მისვლას აიძულებენ. მათი მოსაზრებით, გუნდს ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს არ უჭირს. ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორი „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ ეს არის პარტიული ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულები და ამომრჩევლის ამ ნიშნით დაყოფა ოპოზიციის მხრიდან მათთვის მიუღებელია. ისინი 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენენ.

დატოვე კომენტარი