წინასაარჩევნო პლაკატები

პრეზიდენტობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიისას გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. რაც მეტი საარჩევნო პლაკატი გაიკვრება დედაქალაქში, მით მეტი სამუშაო ელით წინ პარტიებს ამ პლაკატების ჩამოხსნისთვის, რადგან კანონი გამკაცრდა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის, საარჩევნო სუბიექტებს  გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

დღეს ქუჩებში არაერთი პარტიის წინასაარჩევნო პლაკატს ნახავთ, რომლებიც ჯერ კიდევ წინა არჩევნების დროს არის გაკრული. პრობლემას ის ფაქტი ჰქმნიდა, რომ დაჯარიმების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებდა, ახლა ეს პროცედურაც გამარტივებული იქნება.