წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

წინასაარჩევნო გარემოს მძიმედ აფასებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა ფიზიკური ძალადობის, კანდიდატურების მოხსნის მიზნით კანდიდატებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და მედიის შევიწროების ფაქტები. ნინო ლომჯარია კონკრეტულ შემთხვევებზე სამართალდამცავი უწყებებისგან ეფექტურ რეაგირებას ითხოვს.

თითქმის ანალოგიური შინაარსისაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „ისფედის“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის შუალედური ანგარიშებიც. არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალურ ქსელში კონკრეტული პირების თუ ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებულ აქტივობებზეც მიუთითებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლებს კითხვის ნიშნები აქვს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროებზეც.