„სამაიას ბაღში“ საგაზაფხულო, წინასააღდგომო ბაზრობა გაიხსნა, სადაც 32 უკრაინელი მეწარმის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და სხვადასხვა სახის პროდუქციაა წარმოდგენილი. ბაზრობაზე მისულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ უკრაინული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს.
ღონისძიება თბილისში, „უკრაინული სახლის“ ორგანიზებით ტარდება და დევნილების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. წინასააღდგომო ბაზრობა 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.