პროკურატურაში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. მის შექმნაზე პროკურორებმა იმუშავეს. აღინიშნა, რომ სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
პროცესში ჩართული იყვნენ ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები. პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, უსაფრთხოებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების, პროკურატურის, ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.