წიგნის პრეზენტაცია

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში რეზო სტურუას ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. გალაკტიონ ტაბიძისა და აკაკი წერეთლის პრემიების ლაურეატის წიგნი მისი დაბადების 80 წელთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა კავშირისა და აჭარის მწერალთა კავშირის მონაწილეობით გამოიცა. კრებულში შესულია პოეტის ლექსი „ჩვენებურები“, რომელზეც მომღერალმა ბაიერ შაჰინმა სიმღერა შექმნა. სიმღერა პირველად თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების შეკრებაზე შესრულდება.